შს მინისტრის მოადგილე - ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებაში პრიორიტეტს პირველწყაროზე გასვლა წარმოადგენს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში, არაერთ ვერსიაზე მუშაობს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ბორცვაძე განმარტავს, გამოძიებისთვის პრიორიტეტს პირველწყაროზე გასვლა წარმოადგენს, რომელმაც ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

„ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ სისხლის სამართლის საქმეში არის ზუსტად ის, რომ გავიდეთ პირველწყაროზე, თუ ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი. გამოძიება გრძელდება, გრძელდება ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, გაგვაჩნია არაერთი ვერსია, მივდივართ არაერთი მიმართულებით, დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ბოცვაძემ.

კითხვაზე, 2016 წელს, როცა ფარული ვიდეოჩანაწერები გავრცელდა, ჩატარდა თუ არა შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები, შს მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ აღნიშნული საქმეც გადამოწმდება.

„ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გადამოწმდება, გადამოწმების საფუძველი არსებობს და გადავამოწმებთ გარკვეულ ვერსიებს, შევისწავლით ძველი საქმის მასალებს. გამოძიებას დაველოდოთ, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად ტარდება", - აცხადებს ბორცვაძე.

თუ სად და ვისთან ინახებოდა ფარული ვიდეოჩანაწერები, შს მინისტრის მოადგილე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს გამოძიების საგანია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა