მიხეილ რამიშვილი - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების და ოჯახის მოთხოვნაა, მსჯავრდებულის ზიარებაზე გადაწყვეტილება საპატრიარქომ მიიღოს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებისა და ოჯახის მოთხოვნაა, მსჯავრდებულის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საპატრიარქომ მიიღოს.

როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, საპატრიარქოს განცხადებაში იკითხება, რომ კონკრეტულ სასულიერო პირს, რომელიც დეკანოზს აზიარებს, პასუხისმგებლობას აკისრებენ.

"იქ კარგად იკითხება, რომ ასეთ სასულიერო პირებზე ხდება მათ მიერ პასუხისმგებლობის დაკისრება. განცხადებაში პირდაპირ საუბარია, რომ თუ რომელიმე სასულიერო პირი დეკანოზს აზიარებს, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა. ასეთ ურჩ მღვდლებს როგორ სჯიან საპატრიარქოში, ეს ალბათ, ახალი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი და ოჯახის მოთხოვნაა, რომ უშუალოდ საპატრიარქომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირების მიერ, გაიცეს ლოცვა-კურთხევა იმასთან დაკავშირებით, რომ დეკანოზი აზიარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს განცხადება არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა", - განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზის მიმართ არის არაჯანსაღი დამოკიდებულება.

"ოჯახს რომ არ გამოეყენებინა ეს კატეგორიული პროტესტის ფორმა, მერწმუნეთ, სტრასბურგიდან სანამ არ ჩამოვიდოდა ეს გადაწყვეტილება, იქამდე მხოლოდ სიტყვიერად იქნებოდა ნათქვამი, რომ ვაზიარებთო. შობამდე პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო იყო შესული და დეკანოზს უთხრა, რომ შობამდე უნდა მომხდარიყო მისი ზიარება. სიტყვა დარჩა სიტყვად, ქმედება არ განხორციელებულა. ამის შემდეგ ჩვენ უბრალოდ კითხვის ნიშანიც აღარ გვრჩება. პირდაპირ ვხედავთ, რა არაჯანსაღი დამოკიდებულებაა მამა გიორგის მიმართ. ესაა გაფრთხილება, რომ ყველა სასულიერო პირი, რომელსაც თავისი აზრი გააჩნია, არ უნდა ჩაერიოს", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ რამიშვილი - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების და ოჯახის მოთხოვნაა, მსჯავრდებულის ზიარებაზე გადაწყვეტილება საპატრიარქომ მიიღოს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა