თამარ ჩუგოშვილი - ჩემთვის შესაძლებელია წითელი ხაზები მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით დადგეს - წასვლა მარტივია, რთულია დარჩენა და საქმის გაკეთება

თუ არ გამართლდა ჩემი მოლოდინი, მერე ვნახავთ რა გადაწყვეტილებას მივიღებ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ის გუნდში რჩება, თუმცა წითელი ხაზები მისთვის მართლმსაჯულების საკითხზე გადის.

„მაქვს მოლოდინი, რომ პროცედურები, რომელიც დაიწერება პარლამენტის მიერ, იქნება ღია, გამჭვირვალე და კონკურენტული შერჩევის პროცესის საფუძველი. მაქვს სრული მოლოდინი, რომ მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნებიან, იქნებიან მაქსიმალურად საუკეთესო. ამ ეტაპზე მთლიანად ამაზე ვარ ორიენტირებული.

არ მინდა ლაპარაკი შიდა დაპირისპირებაზე, კონფლიქტებზე და ა.შ. დროის ხარჯვაა იმიტომ, რომ ეს პროცესია მნიშვნელოვანი, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი, მძიმე აღმოჩნდა, რომ ეს სიმძიმე გამოიწვია იმ ფორმამ, რა ფორმითაც იუსტიციის საბჭომ სია შემოგვთავაზა. გვინდა, ეს პროცესი დასრულდეს იმ შედეგით, რა შედეგიც ჩვენს ქვეყანას აწყობს.

თუ არ გამართლდა ჩემი მოლოდინი, მერე ვნახავთ რა გადაწყვეტილებას მივიღებ.

გუშინდელი დისკუსია, განწყობები მიმართულია იქითკენ, რომ პროცესი წავიდეს სიტუაციის განმუხტვისკენ, სწორი და კარგი კანონის შექმნისკენ. სასამართლო რეფორმის თემა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხი ჩემთვის არის ყველაზე პრინციპული საკითხი. მართლმსაჯულების საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემს წინაშე შეიძლება დადგეს. შესაბამისად, ჩემთვის შესაძლებელია წითელი ხაზები სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დადგეს. წასვლა მარტივია, რთულია დარჩენა და საქმის გაკეთება. ვიღაც უნდა დაჯდეს და საქმე გააკეთოს. მე ჩემს ვალდებულებას სწორედ ამ ნაწილში ვხედავ",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა