„მზიურის“ პარკში თოჯინების თეატრი აღარ აშენდება

„მზიურის“ პარკში თოჯინების თეატრი აღარ აშენდება. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარკში მშენებლობა კანონს ეწინააღმდეგება.

“მზიურის“ პარკში არაფერი არ აშენდება, თოჯინების თეატრთან დაკავშირებული იდეა გვქონდა, თუმცა ეს პროექტი სხვა ადგილზე განხორციელდება, რადგან პირდაპირ კანონს ვეწინააღმდეგებოდით და „მზიურში“ აღარ აშენდება. „მზიურის“ რეაბილიტაცია მოხდება, ამ პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტი რამდენიმე თვის წინ წარვუდგინეთ მოსახლეობას, საკმაოდ საინტერესოა და მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სივრცე იქნება რეაბილიტირებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა