თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, საპატიო მიზეზის მიუხედავად, სასამართლოს მიერ მისი დაჯარიმების თაობაზე.

„2017 წლის სექტემბრიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართალწარმოებაშია, სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ა. ფ. ო.-ის მიმართ, რომლის ინტერესებსაც პროცესზე უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე წარმოადგენს. ალექსანდრე კობაიძე არასაპატიო მიზეზით, პროცესზე გამოუცხადებლობის გამო 2019 წლის 5 თებერვალს მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა. პროცესის დაწყებამდე სხდომის მდივანთან სატელეფონო კომუნიკაციისას ადვოკატმა სასამართლოს 10 წუთიანი დაგვიანების თაობაზე ამცნო და განმარტა, რომ ელოდებოდა ბავშვების აღმზრდელს სახლში. მიუხედავად ამისა, 10:00 საათზე დანიშნული პროცესი 10:58 საათზე დაიწყო, თუმცა, ადვოკატი სხდომაზე კვლავ არ გამოცხადებულა. სასამართლომ ბრალდებულს ინტერესების დამცველი სახაზინო წესით დაუნიშნა. მომდევნო დღეს, 6 თებერვალს 12:55 საათზე ალექსანდრე კობაიძემ სასამართლოს საჩივრით მომართა, რომელსაც თან ერთვოდა შვილების საავადმყოფო ფურცელი, რომლის შესახებაც ადვოკატს სატელეფონო კომუნიკაციისას წინასწარ არ უცნობებია (საჩივარზე თანდართული ცნობა გაცემულია 2019 წლის 6 თებერვალს, ხოლო სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანი შვილები დაწესებულებაში განთავსდნენ 5 თებერვალს, საღამოს 22:00 საათიდან).

ამასთან აღსანიშნავია, რომ ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო პროცესები არაერთხელ გადადებულა. კერძოდ, ადვოკატი არ გამოცხადდა 2018 წლის 6 ივნისს, 2018 წლის 14 მარტს, ხოლო 2018 წლის 27 ნოემბერს გამოუცხადებლობის გამო იგი 200 ლარით დაჯარიმდა, რაც ძალაში დატოვა ასევე ზემდგომმა ინსტანციამ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ა. ფ. ო.-ის ბრალდების საქმის განხილვა სასამართლოს მიზეზით არცერთხელ არ გადადებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ადვოკატი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და აპელირებს არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სასამართლო მოუწოდებს ალექსანდრე კობაიძეს თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რაც მიზნად ისახავს სასამართლოს ავტორიტეტის შელახვასა და მოსამართლის დისკრედიტაციას“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა