დიმიტრი პესკოვი - კრემლი ნიკოლას მადუროს ვენესუელიდან შესაძლო გამოყვანის კუთხით არანაირ სამუშაოებს არ აწარმოებს

კრემლი არანაირ სამუშაოებს არ აწარმოებს ნიკოლას მადუროს ვენესუელიდან შესაძლო გამოყვანის კუთხით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

კითხვაზე, რომ ვენესუელაში შიდაპოლიტიკური კრიზისის გამო სხვა სახელმწიფოები შეთავაზებით გამოდიან, უზრუნველყონ ნიკოლას მადუროს ხელშეუხებლობა და მისი ქვეყნიდან გაყვანა, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ „ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში და ამ კუთხით არანაირი ნაბიჯები არ იდგმება“.

„კრემლის პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენესუელას პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მოსკოვი და ვაშინგტონი არ განიხილავენ ვენესუელის კრიზისის დარეგულირების საკითხს და ამ თემასთან დაკავშირებით მხარეებს შორის კონტაქტი არ არის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა