ემზარ კვიციანი - გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს

გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კვიციანმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართა, ხედავს თუ არა ის საჭიროებას, სახელმწიფომ მოიფიქროს სოციალური პროგრამები.

„ამ პრეზენტაციიდან მე ყურში მომხვდა ძალიან: „გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები“. სწორად გავიგე არა? ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა დაისვა აქ. კაციშვილმა არ თქვა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია. განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, საჭიროა თუ არა სახელმწიფომ მოიფიქროს ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ. ხშირია ოჯახების გამოსახლება საცხოვრისიდან. გუშინ გლდანში გამოასახლეს, ხვალ ნაძალადევში ასახლებენ, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებში მოსწავლეები და ბავშვები ცხოვრობენ, აპირებთ თუ არა ამ ბავშვების უფლებების დაცვას?“- განაცხადა კვიციანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა