თამარ ჩუგოშვილი - სრულიად მოუწყობელი საპირფარეშოები და ჰიგიენური ნორმების დაუცველობა მძიმე მდგომარეობას ქმნის

შესაძლოა, ყველა სკოლის გარემონტება ერთდროულად ვერ შეძლოთ, თუმცა სრულიად მოუწყობელი საპირფარეშოები და ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაუცველობა მძიმე მდგომარეობას ქმნის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტში განაცხადა.

დეპუტატმა განათლების მინისტრს კითხვით მიმართა, მიმდინარე წელს ყველა სკოლაში მოგვარდება თუ არა აღნიშნული პრობლემა.

„მინდა დაგისვათ კითხვა სახალხო დამცველის ანგარიშიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ამ საკითხს მეტი ყურადღება სჭირდება. სკოლების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მივესალმები თქვენს ამბიციურ გეგმებს, მაგრამ არის სკოლები, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შეიძლება ვერ შეძლოთ ყველა სკოლის ერთად გარემონტება ან ხელახლა აშენება, მაგრამ ის, რომ საპირფარეშოები სრულიად მოუწყობელი იყოს და ელემენტარული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული არ იყოს, ძალიან მძიმე მდგომარეობას ქმნის. ზოგიერთი მშობელი თავს იკავებს, რომ ამის გამო ბავშვები სკოლაში ატაროს. ამიტომ თუ არის შესაძლებელი, რაც შეიძლება სწრაფად ელემენტარული სანიტარული პირობები გააუმჯობესოთ. მაინტერესებს, წელს თუ შევძლებთ, რომ ეს პრობლემა ყველგან მოგვარდეს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატი დაინტერესდა ასევე, უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში ქართული ენის სწავლების კუთხით რა იგეგმება.

გარდა ამისა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ ბატიაშვილისგან ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას საკითხთან დაკავშირებითაც ელოდება პასუხს.

„მინდა გამოვეხმაურო ია კერზაიას თემას. უკვე ბევრმა დასვა კითხვა, თუმცა მეც მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. მე ვფიქრობ, ეს ის საკითხია, რაზეც პირველ რიგში მის ოჯახს და შემდეგ საზოგადოებას კითხვები არ უნდა დავუტოვოთ. მეც ველოდები თქვენგან ამ საკითხზე განმარტებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა