მამუკა მდინარაძე ბატიაშვილს - ჩვენი კოლეგები პროგნოზირებდნენ, რომ ცოტა გაჭირდებოდა ამხელა სამინისტროს მართვა. რა პრობლემები დაგხვდათ ამ მიმართულებით?

ჩვენი კოლეგები პროგნოზირებდნენ, რომ ცოტა გაჭირდებოდა ამხელა სამინისტროს მართვა. რა პრობლემები დაგხვდათ ამ მიმართულებით? - ამ კითხვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

მდინარაძე დაინტერესდა, სამინისტროების გაერთიანების შედეგად რა პრობლემები გამოიკვეთა მენეჯმენტის თვალსაზრისით.

„ბატონო მიხეილ, ალბათ, გახსოვთ, როდესაც სამინისტროების გაერთიანებაზე იყო საუბარი, მაშინ ჩვენთან გუნდში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა იყო. ეს არ დაგვიმალავს და მართლაც, არგუმენტები ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც საკმაოდ მყარი იყო. ამ არგუმენტების მიხედვით, ჩვენი კოლეგები პროგნოზირებდნენ, რომ ცოტა გაჭირდებოდა ამხელა სამინისტროს მართვა, თუნდაც მენეჯმენტის თვალსაზრისით. განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი - მართლაც ძალიან დიდი სფერო გამოდის საერთო ჯამში.

ახლა, როდესაც აღარ ხართ ახალი მინისტრი, რა პლუსები და მინუსები, რა პრობლემები და გამოწვევები დაგხვდათ ამ მიმართულებით? მენეჯმენტის თვალსაზრისით რამდენად შესაძლებელია ამ სამინისტროს მართვა?“ - ჰკითხა მამუკა მდინარაძემ მინისტრს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა