გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე პროცესის შეჩერებას არ ითვალისწინებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე პროცესის შეჩერებას არ ითვალისწინებს. გიორგი მიქაუტაძე „ინტერპრესნიუსთან“ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ეკა ბესელიას იმ ინიციატივას, რომლის თანახმად, ბესელია თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას ითხოვს და პარლამენტს შესაბამისი ინიციატივით მიმართავს.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების თაობაზე ინიციატივა რა ფორმითაც გაცხადდა, უზენაეს კანონთან წინააღმდეგობაში მოვა.

„მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერება საქართველოს კონსტიტუციით ერთადერთ შემთხვევაშია დასაშვები და მხოლოდ ერთი გამონაკლისია დაშვებული 2024 წლის 31 დეკემბრამდე - პირველად გამწესების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება გამწესდეს სამი წლის ვადით. სხვა გამონაკლისი საქართველოს კონსტიტუციით, რომლითაც დასაშვები იქნება უვადოდ მოსამართლის დანიშვნაზე უარის თქმა ან დროებით უარის თქმა, არ არსებობს. ეს წესი, დღეს ისედაც მოქმედებს. ანუ პირველად გამწესების შემთხვევაში სამი წლის ვადით ინიშნება მოსამართლე. ამიტომ იმ ფორმით, როგორი ფორმითაც აჟღერებენ ამ ინიციატივას, ეს აშკარად წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან. მითითება არის ვენეციის კომისიაზე, რომ თითქოსდა ვენეციის კომისია მიესალმება იმას, რომ მოსამართლეები 2015 წლამდე უვადოდ არ დაინიშნონ. უვადოდ დანიშვნები ზოგადად, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო. ეს არის ძალიან კარგი და პროგრესული რეფორმა, რომელიც გატარდა უვადოდ დანიშვნის თაობაზე. უბრალოდ, ვენეციის კომისიას ჰქონდა კითხვა და პრეტენზია იმაზე, რატომ უშვებენ, რომ უვადოდ დანიშვნის წესში გამონაკლისი 2025 წლამდე არის. ამაზე მიიღო პარლამენტისგან პასუხი, რომ საქართველოს პარლამენტის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა 2025 წლისთვის დასრულდება, რის შემდეგაც სკოლა მოამზადებს უკვე ისეთ კადრებს, რომლებიც პირდაპირ გამწესდებიან. ვენეციის კომისია კი ამ პოზიციას მიესალმება. ამის ინტერპრეტაცია კი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად სხვა სიტყვებით ხდება. ეს არასწორია.

სხვათა შორის დეპუტატები, ვინც ამ ინიციატივებს აკეთებენ, ყველა მათგანი იმეორებს - კონსტიტუციაში რაც წერია, რომ პირველად გამწესების შემთხვევაში შეიძლება, მოსამართლე სამი წლის ვადით გამწესდესო. რას ეძახიან პირველად გამწესების შემთხვევას?! ანუ მოქმედი მოსამართლე რომ კონკურსში მონაწილეობს ეს პირველად გამწესებაა და ამის განმარტებას აკეთებენ?!“, - განაცხადა გიორგი მიქაუტძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. ბესელიას ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კანონპროექტი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში გაწერილ მუხლს ეფუძნება, რომლის მიხედვით, შესაძლებელია 2024 წლის 31 დეკემბრამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი არ გამოიყენოს და გამოსცდელი ვადის გამოყენება მოხდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა