ანონსი 8 თბერვალი

8 თებერვალს, 09.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 101 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებები სამეცნიერო სემინარით - „როგორ შეიძლება ძველი ქალაქი ჭკვიან ქალაქად იქცეს?“ გაიხსნება.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დაესწრებიან.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი

8 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად კვლევის - ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების როლი სოფლის მეურნეობაში შედეგებს წარადგენს. შეხვედრაში მონაწილოებას მიიღებენ მთავრობის წარმომადგენლები, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სექტორული ასოციაციები, მცირე და საშუალო საწარმოები და ფერმერები.

საკონტაქტო პირი ნათია მსხილაძე - 591051905

8 თებერვალს, 11:00 საათზე, ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი თავდაცვის ძალებში უნიფორმებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის.

მის.: ვაზიანი, IV მექანიზებული ბრიგადა

ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის შესასვლელთან 10:30 საათზე უნდა მივიდნენ.

საკონტაქტო პირი გიორგი თუხარელი - 577 39 30 07

8 თებერვალს, 11:00 საათზე, ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: დაპირისპირება ფედერაციაში; პრეზიდიუმის გადაწყვეტილების მოლოდინი და მთავარი პირობა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

8 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და დირექტორებს შეხვდება, რომლებიც ბრიუსელში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

მის.: ინგოროყვას ქ. #7

8 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღების საკითხი.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

8 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის გენერალური მდივანი ავთანდილ ახვლედიანი, ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ვალერი გულბანი, ყოფილი პრეზიდენტი არჩილ მიქანაძე, სპორტსმენები ჭაბუკა ჭიღლაძე და გიორგი დოინჯაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: სპორტსმენი ივან მაკაროვი ფედერაციის წინააღმდეგ და ფედერაციის წევრების პოზიცია.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

8 თებერვალს, 12:00 საათზე, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)​

8 თებერვალს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სურსათის ეროვნული სააგენტოს, „საქართველოს მერძევეთა ასოციაციის“, რძის გადამამუშავებელთა ასოციაცია “საქრძის“ და ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „ქვეყანაში ნედლი რძის წარმოების საწინააღმდეგო პროპაგანდა მიზანმართულად მიდის“. რძის სექტორში არსებულ პრობლემები და გამოწვევები. რა აწუხებთ რეალურად მერძევე ფერმერებს და მეწარმეებს, რას აპირებენ ისინი?

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

8 თებერვალს, 12:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერებს, მეღვინეებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ხილ-ბოსტნეულის პირველადი წარმოების სტანდარტის, გეოგაპისა და მობილური აპლიკაცია აგრონავტის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ.

8 თებერვალს, 12:00 საათზე, საჩხერეში ”მიგრანტთა პაქტის” წინააღმდეგ აქცია გაიმართება.

მის.: საჩხერე, გომართელის ქ. N 3

საკონტაქტო ტელ.: 599477445

8 თებერვალს, 14:00 საათზე, კასპის ცემენტის ქარხნის სრული მოდერნიზაციისა და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ცერემონიას დაესწრებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, „ჰაიდელბერგცემენტის“ დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი დოქტორი ბერნდ შაიფელე.

საკონტაქტო პირი ნათია ცვარიანი - 598558271

8 თებერვალს, 16:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს საპატრიარქო შეხვედრას გამართავს.

თემა: „ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები“.

8 თებერვალს, 15:00 სათზე, სოციალური მუშაკები საქართველოდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიტანენ წერილს და დაიწყებენ წინასაგაფიცვო პროცესს. სოციალური მუშაკები ადგილზე გააჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს სხვადასხვა უწყების მიმართ.

საკონტაქტო პირი ქეთი ხუციშვილი - 595 48 50 70

მის.: წერეთლის ქ. 144, ჯანდაცვის სამინისტრო

8 თებერვალს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლიტერატურული კრებულის „RettuLIT2“ (ლიტერატურული დაბრუნება2) პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული

8 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან (უკანა მხარეს) პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „თანასწორობის მოძრაობა“ და „ქალთა მოძრაობა“.