ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო სტოკჰოლმის აეროპორტში თვითმფრინავი დაეშვა

ნორვეგიული ავიაკომაპნაია „Norwegian Air Shuttle“-ის თვითმფრინავი, რომელშიც 169 მგზავრი იმყოფებოდა, სტოკჰოლმის მახლობლად, არლანდას აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე უკან დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავში ბომბის თაობაზე ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ „როიტერი“ შვედეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მათი განმარტებით, ინფორმაცია ბომბის არსებობის შესახებ კონკრეტულ თვითმფრინავს ეხებოდა, რომელიც უკვე დაეშვა არლანდას აეროპორტში. „ევაკუაციის დასრულების შემდეგ, თვითმფრინავს გამნაღმველთა ჯგუფი შეამოწმებს“, - განაცხადეს პოლიციაში.

შვედეთის მედიის ინფორმაციით, ბორტზე შვედი მოცურავეების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებიც საფრანგეთში შეჯიბრზე მიემგზავრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა