მიხეილ ბატიაშვილი - განათლების სამინისტროს ია კერზაია არ გაუთავისუფლებია, როგორც ამას რიგი მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ავრცელებენ

განათლების სამინისტროს ქალბატონი ია კერზაია არ გაუთავისუფლებია, როგორც ამას რიგი მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ავრცელებენ, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად განათლების სამინისტროს უფლებამოსილებისა და იმ დარღვევების მიუხედავად, რომელიც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში აღმოჩნდა, სამინისტრომ ია კერზაიას თანამდებობა ვადაზე ადრე არ შეუწყვიტა.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, დარღვევები, რომელიც შესაბამისმა სამსახურმა აღმოაჩინა, წერილობითი სახით თავად კერზაიამაც დაადასტურა, რომელმაც სამინისტროს სთხოვა, მათთვის გარკვეული დრო მიეცათ ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც სამინისტროს მხრიდან დაკმაყოფილდა. მინისტრის თქმით, ია კერზაიას აღნიშნულ წერილში არაფერი აქვს ნათქვამი ზეწოლაზე სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან. გარკვეული დროის შემდეგ კი სამინისტროს სამეურვეო საბჭომაც მიმართა წერილობით, სადაც აღნიშნულია, რომ ხარვეზების უმეტესობა გამოსწორებული იყო, ხოლო რიგ საკითხებზე მიმდინარეობდა მუშაობა.

„ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შესახებ 2018 წლის ნოემბერში შემოვიდა განცხადება, სადაც საუბარი იყო სანიტარულ, ჰიგიენურ, კომერციულ საკითხებზე დარღვევის შესახებ. იმავე დღეს გამოიცა ინსპექტირების ბრძანება და ის, რომ დროულად მოხდა რეაგირება, არის ჩვენი უპირატესობა და ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევებზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა აღნიშნული დარღვევები და სხვა დარღვევებიც. მოგვიანებით შემოვიდა ქალბატონ ია კერზაიას განცხადება წერილობითი ფორმით. ამ წერილში რაიმე სახის ზეწოლაზე ან უხეშ ქმედებებზე მითითება არსად ყოფილა. ქალბატონი ია გამოხატავდა მზაობას რეკომენდაციების შესრულებაზე და აღნიშნავდა, რომ ის ითვალისწინებს აღნიშნულ რეკომენდაციებს. სამეურვეო საბჭომ 30 ნოემბერს ათზე მეტი დარღვევა გამოავლინა და მიუთითა, რომ უკვე გამოსწორებულია უმეტესი ნაწილი, ხოლო რიგი საკითხები გამოსწორდება. საბჭომ ასევე განიხილა დირექტორის ვადამდე გათავისუფლების საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეეჩერებინათ მისთვის სტატუსი. ამის მიუხედავად განათლების სამინისტროს ჰქონდა უფლება, რომ არ გაეზიარებინა საბჭოს გადაწყვეტილება, თუმცა სამინისტრომ ქალბატონი ია არ გაათავისუფლა და არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია მისი გათავისუფლების შესახებ. მოგვიანებით კი მივიღეთ დადასტურება, რომ ყველა დარღვევა, რომელიც გამოვლინდა, აღმოფხვრილია“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების კომიტეტის სხდომას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, ესწრება გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, თუმცა მას ჯერჯერობით განათლების მინისტრისთვის კითხვები არ დაუსვამს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა