მარიამ ჯაში - ვფიქრობ, განათლების მინისტრმა უნდა მიიღოს საკადრო პოლიტიკის გადახედვის გადაწყვეტილება

ვფიქრობ, განათლების მინისტრმა უნდა მიიღოს საკადრო პოლიტიკის გადახედვის გადაწყვეტილება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა. მისი თქმით, გვარები, რომელიც ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საკითხთან დაკავშირებით ჟღერდება, სხვა საკითხებშიც ფიგურირებს. ამავდროულად კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი და საარჩევნო პერიოდში, გარდა საგანგებო მდგომარეობისა, უნდა შეიზღუდოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირება.

"ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ: 1: ერთგვარი მორატორიუმის შეთანხმებაზე, რომელიც შეზღუდავს საგანგებო მდგომარეობის გარდა, ინსპექტირების შესვლას საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა გამოვრიცხოთ ყოველგვარი კითხვები. 2: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის აუცილებლობა ნებისმიერი განცხადების ჩაბარების დროს და 3: მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომლები არ არიან კარგად ცნობილნი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყვნენ დიდი გამოცდილების, რამდენადაც განათლების სისტემა საკმაოდ სენსიტიურია პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენადაც გვესმის კონკრეტული თანამშრომლები შეიძლება იყვნენ ასოცირებული დავალების შემსრულებლები, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების დროს, ვფიქრობ განათლების მინისტრმა უნდა მიიღოს საკადრო პოლიტიკის გადახედვის გადაწყვეტილება", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც განაზტლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საკითხი განიხილებოდა. სხდომას გარდაცვლილის შვილიც, ბაჩანა შენგელიაც დაესწრო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა