ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საქმეზე დროულ გამოძიებას ითხოვს

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საქმეზე დროულ გამოძიებას ითხოვს. განათლების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ღია ფორმატში 4 საათი გაგრძელდა, ბაჩანა შენგელიამ მიხეილ ბატიაშვილს იმ პირთა გათავისუფლება მოსთხოვა, რომლებიც საქმეში ფიგურირებდნენ და გარდაცვლილზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

ბაჩანა შენგელიამ მინისტრი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში და მნიშვნელოვანი ფაქტების დამალვაშიც დაადანაშაულა. ბაჩანა შენგელიას აღნიშნულ განცხადებებს არ გამოეხმაურა თავად მინისტრი. ბატიაშვილმა სხდომა კომენტარის გარეშე დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა