კონგრესმენი ფრანცის რუნი კონგრესში წარდგენილ რეზოლუციაზე - ჩავთვალე, რომ საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ ხმამაღალი განცხადება უნდა გაგვეკეთებინა

კონგრესში წარდგენილი რეზოლუცია იქნება გამზადებული ფონი, რომლითაც ადამიანები გაიგებენ, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის მხარდამჭერ კანონპროექტს, - ამის შესახებ ფლორიდის წარმომადგენელმა კონგრესმენმა, ფრანცის რუნიმ განაცხადა.

„ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს ინფორმაციით, რუნიმ კონგრესს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც სირიის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას გმობს.

კონგრესმენმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას მაღალი შეფასება მისცა და ახალი რეზოლუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩავთვალე, რომ საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ ხმამაღალი განცხადება უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენს წინაშე არსებული პრობლემის გამო, რომელიც რუსების მიერ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში გაყინული კონფლიქტების ზონების შექმნით არის წარმოშობილი. ჩვენ არ შეგვიძლია ამას ოდესმე დავეთანხმოთ და ბრძოლას გავაგრძელებთ, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ყველა შესაძლო გზით საქართველოს პარტნიორობა გავუწიოთ. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 26 წლის განმავლობაში ჰქონდა. ბევრი რამ გვაქვს საერთო, ნატო-სთან, ვაჭრობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით; იმის შესაძლებლობა, რომ პირდაპირ რუსეთის კართან კაპიტალიზმის პლაცდარმი გვქონდეს. ეს შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატების სახით თქვენ ძალიან კარგი მეგობარი გყავთ“, - განაცხადა რუნიმ.

მისივე თქმით, აღნიშნული რეზოლუციით საქართველოს მძიმე მდგომარეობის, იმ საფრთხეების ცნობადობა ამაღლდა, რომელსაც რუსეთი უქმნის საქართველოს.

„როდესაც საქმე კონკრეტული საკითხების კენჭისყრაზე მიდგება, ეს რეზოლუცია იქნება ის გამზადებული ფონი, რომლითაც ადამიანები გაიგებენ, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის მხარდამჭერ კანონპროექტს“, - განაცხადა კონგრესმენმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა