კონგრესმენი - მნიშვნელოვანია რეგიონში ყველამ იცოდეს, რომ აშშ საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მიმართ ღრმა ერთგულებას ინარჩუნებს

მნიშვნელოვანია რეგიონში ყველამ იცოდეს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ, მისი ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მიმართ ღრმა ერთგულებას ინარჩუნებს, - ამის შესახებ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრთან „შესანიშნავი შეხვედრა" ჰქონდა და ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც მის ოფისში მეგობრები მიდიან.

„მინისტრს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ მზად ვარ, ჩემთვის შესაძლო ყველა გზით დავეხმარო საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაძლიერებას, რომ უზრუნველვყო ჩვენი ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ძლიერ მოკავშირეებად დარჩენა. ასევე იმის არ დაშვება, რომ ქვეყანა ახლო და შორი მეზობლების აგრესიის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, ამას მეტს ვერაფერს დავამატებ. მნიშვნელოვანია რეგიონში ყველამ იცოდეს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ, მისი ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მიმართ ღრმა ერთგულებას ინარჩუნებს და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის მხარდაჭერა", - განაცხადა კონგრესმენმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული ბიურო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა