ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პირთა ჯგუფის მიერ, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სომხური წარმოების სხვადასხვა დასახელების 57 ბოთლი უაქციზო კონიაკი. ამოღებული ალკოჰოლური სასმელის საერთო საბაზრო ღირებულება 3 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა