ირაკლი აბესაძე რეზოლუციაზე - ჩვენი აქტიური საერთაშორისო პოზიცია იქნებოდა ჩვენივე სახელმწიფო ინტერესების დაცვა, რასაც ხელისუფლებისგან ვერ ვხედავთ

ჩვენი აქტიური საერთაშორისო პოზიცია იქნებოდა სწორედ ჩვენივე სახელმწიფო ინტერესების დაცვა, თუნცა ამ ნაბიჯებს ქართული სახელმწიფოსა და ხელისუფლებისგან ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი აბესაძემ აშშ-ის კონგრესისადმი წარდგენილი რეზოლუციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი აბესაძის თქმით, ქართული სახელმწიფო ასევე აქტიური უნდა იყოს, მეგობარი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის მიმართულებით საკუთარი სახელმწიფო ინტერესების გასატარებლადაც.

"რუსეთის და მისი მოკავშირეების პოლიტიკური, მტრული ნაბიჯების ფონზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები და მეგობარი სახელმწიფოები, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მტკიცე მხარდამჭერია სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიური იყოს ქართული სახელმწიფო არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვისას, არამედ ჩვენ ინტერესებს ხედავდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერაშიც. სამწუხაროა, რომ ქართულ სახელმწიფოს ამ დრომდე არ მიულოცია უკრაინისთვის ავტოკეფალიის მიღება, რაც დიდწილად ნიშნავს რუსეთის ეკლესიისგან და პოლიტიკური გავლენებისგან გაათავისუფლებას. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, ჩვენი აქტიური საერთაშორისო პოზიცია იქნებოდა სწორედ ჩვენივე სახელმწიფო ინტერესების დაცვა, თუნცა ამ ნაბიჯებს ქართული სახელმწიფოსა და ხელისუფლებისგან ვერ ვხედავთ", - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა