თავდაცვის მინისტრის მოადგილე - სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ქართული ჯარი 2018 წლიდან და შემდგომ წლებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ფორმებით

მინდა სიამაყით განვუცხადო საზოგადოებას, რომ ქართული ჯარი 2018 წლიდან და შემდგომ წლებში იქნება სრულად უზრუნველყოფილი ფორმებით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ვაზიანის მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებს უნიფორმები დაათვალიერებინა.

„აუდიტის დასკვნა ეფუძნებოდა გასულ წლებს და კონკრეტულად ბოლო დასკვნა 2017 წელს. დასკვნაში მითითებული პრობლემები ძირითადად იყო მემკვიდრეობითი. 2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული თანმიმდევრული და სწორი სანივთე პოლიტიკის შედეგად, 2018 წლიდან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები 100%-ით არიან უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით და იქნება შესაბამისი მარაგები რომელიც გარდამავალი იქნება. მინდა სიამაყით განვუცხადო საზოგადოებას, რომ ქართული ჯარი 2018 წლიდან და შემდგომ წლებში იქნება სრულად უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით. 2019 წლიდან შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმით უზრუნველყოფის ნორმები. ადრე თუ გაიცემოდა ერთ წელიწადზე ერთი ფორმა, დღეს კაპრალ სერჟანტების პირად შემადგენლობაზე ორ წელიწადში სამი ფორმა გაიცემა, ხოლო ოფიცრებზე იგივე რაოდენობა ოღონდ ორწელიწადნახევარზე.

ეს მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და შექმნის იმ უწყვეტობის ციკლს, რომელიც მომავალ წლებშიც გადავა", - განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.

მისივე თქმით, სანივთე ქონების მარაგების შევსება პერიოდული და უწყვეტი პროცესია და პროდუქცია წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.

შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, რომელიც ამ კომპონენტისთვის არის გამოყოფილი (აღსანიშნავია რომ წლების განმავლობაში უნიფორმებით უზრუნველყოფა უმჯობესდება) ვერ ხდება სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა