ეკა ბესელიამ განათლების მინისტრს სკოლამდელი განათლების რეფორმის უფრო აქტიურად განხორციელებისკენ მოუწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს სკოლამდელი განათლების რეფორმის უფრო აქტიურად განხორციელებისკენ მოუწოდა.

როგორც პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ბესელიამ განაცხადა, სკოლამდელი განათლების რეფორმა წარმოადგენს განათლების რეფორმის პირველ საფეხურს და ფარავს არა მხოლოდ განათლებას, არამედ ყველა მიმართულებას, რაც საერთაშორისო კონვენციით ბავშვის მომავალს ეხება.

ეკა ბესელია ასევე გამოეხმაურა ია კერზაიას საკითხს და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით ამოიწურება ყველა კითხვა და არ დარჩება არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა ან ეჭვი.

„გუშინდელ გამოსვლაში თქვენ საუბრობდით სკოლამდელი განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე. ვიდრე ამ საკითხზე გეტყოდით, შევეხები იმ ძალიან ემოციურ საკითხს, რომელზეც საკომიტეტო მოსმენის ფარგლებშიც და სესიაზეც იყო საუბარი. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ამოიწურება ყველა კითხვა და არ დარჩება არცერთი პასუხგაუცემელი საკითხი, რათა ეს სიმძიმე არ დარჩეს, როგორც ბრალდება და ასევე არ დარჩება ეჭვები და კითხვები. შესაძლებელია, რომ პასუხისმგებლობის გადანაწილებასთან ერთად იყოს კონკრეტული ნაბიჯები და რეაგირებაც.

რაც შეეხება ამ რეფორმას, მე მას ძალიან ვგულშემატკივრობ. ძალიან ბევრი წელია ამაზე ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ვიმუშავე, თქვენთანაც მქონდა ამაზე საუბარი. ხორციელდება მონიტორინგი, ეს არის უდიდესი რეფორმა. მე მინდა, რომ უფრო სიღრმისეულად შევიდეთ ამ რეფორმაში, იმიტომ რომ ეს ახლა არ იწყება. ეს რეფორმა დაიწყო 2016 წელს, როდესაც მივიღეთ კანონი სკოლამდელი განათლების და დაწესებულებების რეფორმის შესახებ. ეს არის 4-წლიანი რეფორმა და მე გავაგრძელებ მონიტორინგს, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომაა ამაში ჩადებული პარლამენტის, მთავრობის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხრიდან. ახლა საჭიროა, რომ რაც დაგვიანდა, ახლა უფრო სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები. პირველ რიგში, მთავრობის მიერ მისაღებია ავტორიზაციის შესახებ ნორმატიული აქტი. ეს ვადები დაირღვა და საჭიროა სწრაფად ამ აქტის მიღება და ავტორიზაციის პროცესის მომზადება. ეს რეფორმა, როგორც განათლების რეფორმის პირველი საფეხური, თავისი მასშტაბით, სიღრმით, ყველა სხვა მიმართულებით, რომელიც ფარავს არა მხოლოდ განათლებას, არამედ ყველა მიმართულებას, რაც საერთაშორისო კონვენციით ბავშვის მომავალს ეხება, ეს რეფორმა ძალიან აქტიურად უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა