მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მომსახურების სააგენტო სპეციალურ რეჟიმზე გადადის

მომსახურების სააგენტო 8 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს სერვისცენტრები 8 თებერვლიდან 1 მარტამდე მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადიან.

„მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო საათების რაოდენობა დღეიდან გაიზრდება და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C,D, და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა კანონით 2018 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტომ 6 თვით გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობების შეცვლის ვადებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოახდინა მოქალაქეთა ინფორმირება და არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. მათ შორის, ყველა ფიზიკურ პირს, რომლის სახელზეც ირიცხება აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობა, კუთვნილი მობილურის ნომერზე გაეგზავნა პირადი შეტყობინება. ასევე, ყველა იურიდიულ პირს, რომლის მფლობელობაშიც იყო აღნიშნული კატეგორიების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები, გაეგზავნა ოფიციალური წერილი.

მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში ზემო აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობები ყოველდღიურ რეჟიმში იცვლებოდა, მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა ბოლო დღეებში, რის გამოც სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის.

აქვე გვსურს შეგახსენოთ, რომ ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს ვისაც BC, BD,BCD კატეგორიები და ქვეკატეგორიები აქვთ და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნული მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცვლას 1 მარტის შემდეგაც უგამოცდოდ შეძლებენ“, – აცხადებენ სააგენტოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა