გიორგი კანდელაკი განათლების მინისტრს ია კერზაიას საქმეზე - ახლა მაინც არ გაინტერესებთ იმ ანონიმური წერილის ნამდვილი ავტორის ვინაობა?

დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია, ნუთუ ახლა მაინც არ გაინტერესებთ იმ ანონიმური წერილის ნამდვილი ავტორის ვინაობა? - ამ კითხვით პარლამენტის პლენარულ სესიაზე ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის წევრმა გიორგი კანდელაკმა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მიმართა.

მისივე თქმით, ის, თუ როგორც იქცეოდა ამ ორი დღის განმავლობაში მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში, შეიძლება გამოყენებული იყოს სასამართლოში მის წინააღმდეგ.

„რანაირადაც არ უნდა დაგვესვა კითხვები ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, თქვენ გვპასუხობდით, რომ ამ ანონიმური წერილის ავტორის გადამოწმების ვალდებულება არ გქონდათ. ფორმალურად, შეიძლება, ასეთი ვალდებულება მართლა არ გქონდათ, მაგრამ გუშინ ორჯერ გკითხეთ და ახლაც გაგიმეორებთ ჩემს კითხვას - ნუთუ ახლა მაინც არ გაინტერესებთ ამ ანონიმური წერილის ნამდვილი ავტორის ვინაობა? 18 დეკემბერს, როდესაც ია კერზაია უკვე გარდაცვლილი იყო და თქვენ ამ წერილის ავტორს პასუხი მისწერეთ და ეს პასუხი რომ ადრესატს ვერ ჩაბარდებოდა, იმიტომ, რომ ის არ არსებობს, ამის მერეც არ დაგაინტერესათ, ვინ არის ნამდვილი ავტორი? დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია. თქვენი საქციელი ამ ორი დღის განმავლობაში შეიძლება გამოყენებული იყოს სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ და ამ ლაქას ვერასდროს ჩამოირეცხავთ დარჩენილი კარიერის და ცხოვრების მანძილზე. ერთადერთი გზა, რაც დაგრჩენიათ, არის ის, რომ თქვათ სიმართლე - ვინ დაგავალათ ეს ამბავი“, - განაცხადა კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა