ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე 12 საკითხს განიხილავენ

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, დღევადელ შეხვედრაზე 12 საკითხს განიხილავენ.

ამასთან, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საუბარი შეეხება უკანონო ბორდერიზაციისა და ტატუნაშვილი-ბაშარულის მკვლელობის საკითხებს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს. ასევე ვისაუბრებთ, დავით ბაშარულის გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე. განხილვის კიდევ ერთი მთავარი თემაა უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, ჩვვენი თანამოქლაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტები და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული ხელოვნური შეზღუდვები“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ამასთან, კითხვაზე: შეეხება, თუ არა საუბარი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხს, ანთაძე ადასტურებს, რომ ამ საკითხზეც ისაუბრებენ.

„რა თქმა უნდა, ვადასტურებ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავრი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე“,- განაცხადა ანთაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა