სოფო კილაძე - ქვეყანაში მოქმედი განათლების სისტემა თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს ვერ პასუხობს და მას რეფორმირება სჭირდება

ქვეყანაში მოქმედი განათლების სისტემა თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს ვერ პასუხობს და მას რეფორმირება სჭირდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა იმ სისტემის გაუმჯობესება, რომელიც ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობისგან“ მემკვიდრეობით ერგო.

„დღესდღეობით, ის განათლების სისტემა, რომელიც გვაქვს, ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში მიღებულ სტანდარტებს, დაწყებული სანიტარულ-ჰიგიენურ გამოწვევებიდან და დასრულებული განათლების ხარისხით. ბუნებრივია, ასეთ სისტემას სჭირდება რეფორმირება და ჩვენ ამაზე დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი უნდა მივმართოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი და ახალი დანაყოფები, რომლებმაც, ფაქტობრივად, ჩვენი განათლების სისტემა დაასამარეს, ახლა გვესაუბრებიან იმაზე, თუ რატომ ვახორციელებთ ამ სისტემის რეფორმას. იმის ნაცვლად, რომ გააკრიტიკოთ ყველაფერი, რასაც ხელისუფლება მოიტანს, ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ საგნობრივად აკრიტიკოთ კონკრეტული საკითხები. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვახერხეთ იმ სისტემის გაუმჯობესება, რომელიც თქვენგან მემკვიდრეობით გვერგო. დღეს რასაც ვაკეთებთ, უნდა იყოს ჩვენთვის ის ძირითადი საფუძველი, რაც ქვეყანას განავითარებს. თუ შესაცვლელია რამე, უნდა შევცვალოთ, მაგრამ მსჯელობის და დისკუსიის შემდეგ ამას მხარი უნდა დავუჭიროთ. ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური გარღვევები, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მივაღწევთ“, - განაცხადა კილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა