ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, განათლების კომიტეტის სხდომაზე სკოლის ყოფილი და მოქმედი დირექტორები დეპუტატებმა მიიყვანეს

უმცირესობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე სკოლის ყოფილი და მოქმედი დირექტორები დეპუტატებმა მიიყვანეს.

როგორც გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული იდეის ავტორი “ტრადიციული ქოცური სცენარის“ ავტორობაზე უნდა იყოს ნომინირებული.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გუშინდელი სხდომა სიძულვილის ენის გაღვივებისა და ურთიერთდაპირისპირების მაგალითი იყო.

“მაინტერესებდა, ვინ იყო იმ სცენარის ავტორი, რაც გუშინ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ხდებოდა - ვის თავში მომწიფდა იდეა, რომ კომიტეტის სხდომაზე სკოლის მოქმედი და ყოფილი დირექტორები მოსულიყვნენ და წამოყვირებიდან დაწყებული, ჩართული მიკროფონების გამოყენებით დასრულებული პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ. ამ კედლებში არაფერი იმალება - ყველამ ყველაფერი იცის. თავდაპირველად მეგონა, რომ ამის ორგანიზატორი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო, მაგრამ მითხრეს, რომ ამ სცენარზე საყვედური მინისტრს არ უნდა ვუთხრათ - ავტორები ჩემი კოლეგები ყოფილან!“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ამ კონტექსტში გოგორიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა საქმე სკოლის დირექტორის გარდაცვალების ტრაგიკულ ფაქტს ეხებოდა, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ისმოდა, რომ ეს ჩვეულებრივი, ტრადიციული ამბავია, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში მუდმივად ხდებოდა და კერზაიას შემთხვევაში, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

“ახლა შეჯიბრია იმაზე, წინა ხელისუფლება უფრო მეტ ცუდს აკეთებდა თუ ახლანდელი ხელისუფლება. არავის თავში არ მოსდის ის, რომ ამას ოდესმე წერტილი უნდა დაესვას“, - დასძინა გოგორიშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ბატიაშვილის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები გრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა