ვლადიმერ იმნაძემ გიორგი ბეჟიტაშვილი მედლით და სიგელით დააჯილდოვა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გიორგი ბეჟიტაშვილი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხების პოპულარიზაციის და ახალგაზრდა თაობების სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სიგელით, მედლითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, გიორგი ბეჟიტაშვილი არის ცნობილი სამხედრო ისტორიკოსი და მეცნიერი, არის 17 წიგნის ავტორი. იგი ოც წელზე მეტია, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში, სამეცნიერო- პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. მინიჭებული აქვს ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის პრემიები.

მათივე ინფორმაციით, გიორგი ბეჟიტაშვილი მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში აფხაზეთში. მასთან ერთად იბრძოდა მისი ძმაც, ნოდარ ბეჟიტაშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, 1993 წლის 2 ივლისს, ლაბრასთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

„გიორგი ბეჟიტაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებასთან“ ერთად, სადაც გახლავთ დირექტორის მოადგილე, დღესაც აქტიურად ეწევა საქართველოს სამხედრო ისტორიის პოპულარიზაციას და მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას.

„საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების’’ თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა, პოლკოვნიკმა მამუკა გოგიტიძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე" საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების“ წევრად აირჩია და მას დიპლომი გადასცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა