თამარ ჩუგოშვილი რეზოლუციაზე - ჩვენს მიმართ ამერიკის პოლიტიკა სხვა რანგში გადადის

ამერიკის პოლიტიკა ჩვენს მიმართ გადადის სხვა რანგში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისივე შეფასებით, ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი აქტი.

„აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ თემას უკავშირდება, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის თემები და ა.შ თავმოყრილია საქართველოს მხარდამჭერ აქტში. მას შემდეგ რაც საქართველოს მხარდამჭერ აქტს მხარს დაუჭერს წარმომადგენელთა პალატა და შემდეგ უკვე სენატი, ეს ხდება ოფიციალური სამართლებრივი ძალის მქონე აქტი, რაც გარკვეულ ვალდებულებებს აჩენს ამერიკის ფარგლებში და შესაბამისად, ჩვენს მიმართ ამერიკის პოლიტიკა გადადის სხვა რანგში. კიდევ უფრო მეტი მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთ შემთხვევაში, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით და ა.შ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ამ რეზოლუციაში მოცემულია. ბოლო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და რომელშიც მეც ვიყავი წარმოდგენილი ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ველაპარაკებოდით კონგრესმენებს ეს იყო ზუსტად რომ ვთხოვდით ამ დოკუმენტის მხარდაჭერას და მთავარი ამოცანა იყო ამ დოკუმენტის მხარდაჭერის მოპოვება", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას უკვე აქვს სენატში ორპარტიული მხარდაჭერა და იმედოვნებს, რომ რეზოლუციას ახლო მომავალში კენჭს სენატის ზედა პალატაშიც უყრიან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა