ნაზი ჯანეზაშვილი - ე.წ. კლანი, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს, შიშობს, რომ პარლამენტმა არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც მას შებოჭავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, დღის წესრიგის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ საკითხად გამოტანილია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ე.წ. კლანი, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს, შიშობს, რომ პარლამენტმა არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც მას შებოჭავს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ შევიტყვე, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა. როგორც წესი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები, ცხადია, საბჭოს შენობაში ტარდება. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საბჭოში ჩემი წევრობის განმავლობაში ბორჯომში ჩატარდა იმ მიზეზით, რომ იქ მაშინ სასამართლო გაიხსნა. სხვა ასეთი შემთხვევა კი არ მახსენდება. როგორც ჩანს, მოსამართლე წევრებმა და „კლანმა“, რომელიც სისტემას მართავს, როგორც ჩანს ახლა პრობლემები აქვთ იმ თვალსაზრისით, რომ ეშინიათ პარლამენტმა მათ საწინაღმდეგოდ არ მიიღოს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებები, ან არ განახორციელოს იმგვარი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მათ ძალაუფლებას შებოჭავს. გადაწყვიტეს, რომ საბჭოს სხდომა ჩაატარონ საქალაქო სასამართლოში იმიტომ, რომ მოიწვიონ სხვა მოსამართლეებიც. დაველოდოთ, რა იქნება, თუმცა ერთ-ერთ მთავარ საკითხად გამოტანილია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება. როგორც ჩანს, ისინი ამას ძალიან მწვავედ უყურებენ და მწვავედ აღიქვამენ ამ თემას“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა