დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პედაგოგისა თუ თეოლოგის სტატუსის მქონე პირთა რიტორიკა უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოებში, რაც მეცნიერსა და მკვლევარს ეკადრება

"ადამიანები, რომლებსაც აქვთ სტატუსი ინტელექტუალისა, პედაგოგისა თუ თეოლოგისა, განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდნენ ამ სტატუსს და მათი რიტორიკა უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოებში, რაც ეკადრება მეცნიერსა და მკვლევარს", - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს სასულიერო სემინარიის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აღნიშნული აკადემია-სემინარიის პროფესორის, გოჩა ბარნოვისთვის სალექციო კურსის შეჩერების საკითხს.

კითხვაზე, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საბაბი, მამა ანდრიამ განაცხადა, რომ უკრაინის თემაზე საუბრები ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მეტად მტკივნეულ ფორმებში მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, აქ საუბარია გამოხატვაზე, რამდენად კორექტულად მიმართავ ადამიანს, რომელიც ოპონენტია.

"აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა გოჩა ბარნოვის მიერ გაცხადებული პოზიცია, სადაც ის საუბრობს საქართველოს ეკლესიაში არსებული განხეთქილების საფუძვლებზე. ეკლესია ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ყოველივეს, რაც დაკავშირებულია განხეთქილებასთან. ბარნოვის განცხადება აღქმული იქნა, როგორც გარკვეული გამართლების მცდელობა, თუკი ასეთი განხეთქილება მოხდებოდა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი სხვა მიზეზთა შორის და ის მიზეზებიც დაკავშირებულია ეკლესიის ზოგიერთი მსახურისა თუ იერარქის არასწორ მოხსენიებასთან. საერთოდ, ძალიან მძიმე ფორმა შეიძინა ამ პოლემიკამ უკრაინის თემის გარშემო. ძალიან სამწუხაროა, იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა აზრის მქონე ორი მხარე დასხდეს და არგუმენტირებულად, დოკუმენტურად განიხილონ კონკრეტული პრობლემები, თუ რა უშლის ხელს სწრაფ აღიარებას, სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას, ამის ნაცვლად ხდება ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის დადანაშაულება, თითქოსდა სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებაში. ეს არის ძალიან მტკივნეული მათთვის, ვის მიმართაც ხდება ასეთი ბრალდებები. შესაბამისი რეაქცია ასევე იძენს მძაფრ ხასიათს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი ინტელექტუალისა, პედაგოგისა თუ თეოლოგისა, განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდნენ ამ სტატუსს და მათი რიტორიკა უნდა ჯდებოდეს ამ ჩარჩოებში, რაც ეკადრება მეცნიერსა და მკვლევარს", - განაცხადა მამა ანდრიამ.

მისივე თქმით, რამდენადაც მისთვისაა ცნობილია, სასულიერო სემინარიის საბჭოს გადაწყვეტილებას გოჩა ბარნოვი თავად არ ესწრებოდა და მას მიეცემა საშუალება საბჭოზე ნათქვამს პასუხი გასცეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა