ანონსი 9 თებერვალი

9 თებერვალს, 11:00 საათზე, „ძალა ერთობაშიას“ შტაბში დიმიტრი შაშკინის პრესკონფერენცია გაიმართება.

9 თებერვალს, 11:00 საათზე, "ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი, თამთა შამათავა, თბილისის მერიასთან, მოქალაქეებთან ერთად განცხადებას გააკეთებს.

თემა: ეკოლოგიური პრობლემები და სტატისტიკა.

საკონტაქტო პირი თამარ ჯინჭარაძე - 551 66 25 25

9 თებერვალს, 14:00 საათზე, ვარკეთილის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს.

მის.: ვარკეთილის მე-4 მ/რ, მე-3 კვარტალი , #13 კორპუსი

საკონტაქტო პირი ნათია ჯინჯოლია - 599 91 09 50

9 თებერვალს, 14:00 საათზე, თსუ-ს მაღლივი კორპუსის უკან, ქავთარაძის ქუჩისა და მიხეილ შავიშვილის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა აქციას გამართავს და კომპანია „ემ კვადრატის“ მიერ, მათი საცხოვრისის წინ არსებულ სარეკრეაციო ზონაში ოთხი მასშტაბური კორპუსის მშენებლობას გააპროტესტებს.

საკონტაქტო პირი ანი ქავთარაძე - 593 93 93 89

9 თებერვალს, 15:30 საათზე "კინგ დევიდ ბიზნეს ცენტრის" "სქაი ჰოლში", "ოთი გრუპ ჰოლდინგი" უმასპინძლებს კონფერენციას, სადაც საქართველოში მომუშავე მსხვილი დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული. კონფერენციაზე ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები: მარიამ კუბლაშვილი, რეზან კუკავა, აკაკი ჟამუთაშვილი და სხვები.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმერეთის რეგიონში სტუმრობის პროგრამა

10:00 - წყალტუბო; გუდიაშვილის პანოს მონახულება.

10:20 - წყალტუბო; ცივი ტბის, სანატორიუმის "სტალინის აგარაკის", სანატორიუმი "მედიას" და საწურბლიეს მღვიმის მონახულება.

14:30 - წყალტუბო; ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის მონახულება.

17:30 - წყალტუბო; მცირე ბიზნესის (ფერმერული მეურნეობა) მონახულება.

20:00 - წყალტუბო; სასტუმრო "legends”; შეხვედრა ხელოვნების წარმომადგენლებთან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო