„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს დაიკავებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან პირველი მოადგილის პოსტზე გადაინაცვლებს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კომიტეტის ხელმძღვანელობაში განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში გადაწყდა, რომ დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდება.

საპარლამენტო კომიტეტის პირველი მოადგილის შერჩევა და წარდგენა კომიტეტის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი კომიტეტს ასარჩევად პირველი მოადგილის კანდიდატურას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა