დავით მაღრაძე - ქართული საზოგადოება არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს

ქართული საზოგადოება არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვინც წინა ხელისუფლების დროს ცუდ რაღაცებს აკეთებდა, ახლა კარგ რაღაცებს აკეთებს.

„მოსამართლე უნდა შეირჩეს საკუთარი სინდისის და ერუდიციის ნიშნით. მეტი უმთავრესი ნიშანი აქ რა არის? ამის საპირწონედ რა ანალიტიკა და რა ლოგიკაა? აქ ყველა ანალიტიკა და ლოგიკა მკვდარია, ერთადერთი დემაგოგია ცოცხლდება, როცა უნდათ, რომ სიმახინჯე მშვენიერებად შეასაღონ საზოგადოებას. ეს ვერც ერთ ლოგიკაში ვერ თავსდება. არსებობს თეორემები, არსებობს აქსიომები. აქსიომებს მტკიცებულები არ მოსდევს. ეს მთელმა საზოგადოებამ იცის. ხშირად მეკითხებიან - ვინ არის ეს ქართული საზოგადოება? თუ ვერ ხედავენ, მინდა, რომ დავეხმარო და დავანახო - ქართული საზოგადოება არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს. თქვენ მოგწონთ ეს თუ არა - ეს არის ქართული საზოგადოება! იმ ხალხს, ვინც ღირსებას ვერ ინარჩუნებს ან ეს კატეგორიები საერთოდ არ აღელვებს, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ საერთოდ არ არსებობდეს ეს საზოგადოება, ან თუ არსებობს - მალე გაქრეს. ამიტომ ხდება ძირითადად, რომ ფიურერები მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლისთვისაც ეს კატეგორიები არ არსებობს, ამხედრებენ ღირსეული საზოგადოების წინააღმდეგ. ასე იყო „ბოლშევიკების“ დროს, ასე იყო „ნაციონალების“ დროს და საკუთარი თვალით ეს ხშირად გვინახავს“, - განაცხადა მაღრაძემ.

იხილეთ ვიდეო: ქართული საზოგადოება არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელისას ღირსებას ინარჩუნებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა