ანონსი 11 თებერვალი

11 თებერვალს, 09:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ იგეგმება მედიისთვის განცხადებების გაკეთება.

11 თებერვალს, 09:00 საათზე, ტექნოპარკში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტებისთვის ხუთდღიანი სატრენინგო კურსი დაიწყება.

11 თებერვალს, 09:30 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“, საერთაშორისო კონფერენცია “პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ გაიმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.

11 თებერვალს, 10:30 საათზე შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება კომენტარი მედიისათვის.

მის.: ინგოროყვას ქ. #7, მთავრობის ადმინისტრაცია

საკონტაქტო პირი თაკო მათეშვილი - 598 15 65 73

11 თებერვალს, 10:30 საათზე, “მედიაცენტრ მთავარში“, მთაწმინდის შუალედური არჩევნების დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

11 თებერვალს, 11:00 საათზე, “მედიაცენტრ მთავარში“, მთაწმინდის შუალედური არჩევნების დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

11 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართება.

მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 12-კმ N6

11 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, თემაზე “როგორ გადავარჩინოთ სასამართლო სისტემა?“ საჯარო დისკუსია გაიმართება. დისკუსიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ასოციაციების, სახელოვნებო სფეროს, პროფესიული წრეების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადოების აქტიური წევრები.

11 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონფერენციო დარბაზში შედგება სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია - „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში“.

მის.: დავით აღმაშენებლის გამზ. #150, სართული 2, საკონფერენციო დარბაზი

11 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში სერგი კაპანაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა: საპენსიო რეფორმა.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11 თებერვალს, 11:00 საათზე, „ძალა ერთობაშიას“ ოფისში პეტრე ცისკარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

11 თებერვალს, 11:15 საათზე, „ძალა ერთობაშიას“ ოფისში დავით ლაგვილავას და ნინო კვიტაიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

11 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ ”კვირას“ პრესკლუბში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, დავით ჯორბენაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ინიციატივა ორსულებისა და ბავშვების ტყვიაზე გამოკვლევის მუნიციპალური პროგრამის დაწყების შესახებ - მიმართვა კახა კალაძეს. რა ეტაპზეა კვლევა, რომელიც ტყვიის წყაროების დადგენისთვის ტარდება და რომელ ნივთებში გამოვლინდა მძიმე მეტალის გადაჭარბებული შემცველობა.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11 თებერვალს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „კავკასიური სახლის“ თავმჯდომარე, მწერალი ნაირა გელაშვილი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და ეკონომიკის დოქტორი დავით ადეიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: მიმართვა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფციის განსახორციელებლად აუცილებელი სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24, გიორგი ჯავახაძე - 598 59 50 59, ლევან ლორთქიფანიძე - 555 277 403

11 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N331 (C კორპუსი, III სართული)

11 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

11 თებერვალს, 12:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მესამე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრებიან.

მის.: ზუგდიდი, რესტორანი “ბაგრატიონი“

11 თებერვალს, 13:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე გამართავენ სამუშაო შეხვედრას განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის საბოლოო ანგარიში.

მის: მინდელის ქუჩა N9

11 თებერვალს, 13:00 საათზე, ჭიათურაში, გამარჯვების პარკში საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები საინფორმაციო ბრიფინგს გამართავენ, სადაც ქალაქის თვითმმართველ ორგანოში არსებულ ხარვეზებსა და ამ ხარვეზების აღმოფხვრის საკუთარ ხედვებზე დეტალურად ისაუბრებენ.

საკონტაქტო ტელ.: 595 48 81 12; 599 22 62 88

11 თებერვალს, 14:00 საათზე, ვირუსულ ჰეპატიტებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გახსნის.

მის.: თავისუფლების მოედანი #4, „ქორთიარდ მარიოტი“

საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

11 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N317 (C კორპუსი, III სართული)

11 თებერვალს, 14:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ იაროსლავ კაიჩაკს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

11 თებერვალს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ხელნაწერების ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ძველი ქართული სამწიგნობრო კერები“ ფარგლებში დამზადდა.

მის.: მერაბ ალექსიძის ქ. N1/3

11 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11 თებერვალს, 17:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

11 თებერვალს, 18:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N518 (C კორპუსი, V სართული)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს