ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული მესამედ გახდა. ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელი აარონ ვულფი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მარცხისთვის რევანში აიღო.

მან ფინალამდე ტაილანდელი ვეი პუიანგი, ბულგარელი დანიელ დიჩევი, ფრანგი ალექსანდრე იდირი და სამხრეთკორეელი გუამ ჩო დაამარცხა.

ამასთან, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა: ოქრო ლიპარტელიანმა, ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები კი, თემურ ნოზაძემ (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს