ირაკლი კობახიძე გუნდში დაპირისპირებაზე - ჩვენ ვხედავთ, რომ ერთგვარი „ქარიშხალია ჭიქაში“, არაფერი ცუდი არ ხდება, პირიქით, ყველაფერი კარგად წარიმართება

თუ ყველა გვერდზე გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ყველაფერი კარგად იქნება. ვხედავთ, რომ ერთგვარი „ქარიშხალია ჭიქაში“, არაფერი ხდება ცუდი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველ პარტიაში დაპირისპირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თუ ყველა გვერდზე გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება სასამართლოს საკითხს, მოგეხსენებათ, სიის წარმოდგენიდან ჩვენ რამდენიმე დღეში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგაზაფხულო სესიამდე გადაიდებოდა ამ საკითხის განხილვა. მანამდე დავდეთ პირობა, რომ შემუშავდებოდა პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე იქნებოდა განხილული უკვე ახალი სია, რომელსაც წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ არის ერთგვარი „ქარიშხალი ჭიქაში“, არაფერი არ ხდება ცუდი, პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად. ვმუშაობთ პროცედურებზე და კრიტერიუმებზე , ამის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი განახლებული სია. ეს ყველაფერი წარიმართება საზოგადოების თვალწინ , დაკვირვების ქვეშ , შესაბამისად, ყველამ მშვიდად უნდა უყუროს პროცესს. ასეთ დროს ბუნებრივია, არასწორია სპეკულირება თემით, რომელიც უკავშირდება სასამართლოს იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საქმეს სჭირდება",- განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა