დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთმა პროვოკაციული ქმედებებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი პროვოკაციული ქმედებებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

„ნატო-მ უნდა შეიმუშავოს შესაძლებლობები, რათა გაუმკლავდეს იმ პროვოკაციებს, რომელსაც რუსეთი აწყობს ჩვენთან მიმართებაში. რუსეთს ძვირი უნდა დაუჯდეს ამგვარი ქმედებები“, - განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.

გევინ უილიამსონმა ასევე აღნიშნა, რომ „თუ დიდი ბრიტანეთი უბრალოდ ისაუბრებს და არ იმოქმედებს, იმის რისკი არსებობს, რომ დიდ ბრიტანეთს სერიოზულად არავინ განიხილავს“.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის მოწოდებას ნატო-ს ქვეყნებისადმი თავდაცვითი ხარჯების გაზრდის თაობაზე, რაც მისი თქმით, „ხელს შეუწყობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა