ირლანდიის ტოპ უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს

ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტი საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან იწყებს თანამშრომლობას. ლიმერიკის უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერა მარტის დასაწყისშია დაგეგმილი.

ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე გამოჩნდება კიდევ ერთი უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მეტად პრესტიჟულია. მსოფლიო რეიტინგებში სტუდენტთა დასაქმების, ინოვაციების, ცოდნის ტრანსფერის, სწავლების, ჩართულობის, ინტერნაციონალიზაციის და ინფრასტრუქტურის საუკეთესო სტანდარტისთვის ის მოწინავე პოზიციას იკავებს. ლიმერიკი ირლანდიაში Sunday Times-ის რეიტინგის მიხედვით 2019 წლის უნივერსიტეტად დასახელდა.

პარტნიორობის ფარგლებში მოხდება სილიკონ ველი თბილისის სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერაში ირლანდიური გამოცდილების გაზიარება, განხორციელდება გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი კვლევითი და სხვა პროექტები. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ლიმერიკის უნივერსიტეტთან მსგავსი ფორმატით ითანამშრომლებს. ეს ყოველივე კი გაზრდის BTU-ს კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

რაც შეეხება ქართული და უცხოური უნივერსიტეტების თანამშრომლობას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რეიტინგების მოწინავე უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. BTU-ს პარტნიორი უნივერსიტეტების სიაში არიან MIT, Henley Business School, Les Roches და კიდევ არაერთი მსოფლიო ბრენდი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა