სალომე სამადაშვილი - აუცილებელია, ბელგიის ორგანოებმა გამოიძიონ  ხელისუფლება რამდენად არღვევდა საერთაშორისო ვალდებულებებს, როდესაც უშიშროების სამსახური ლიეჟში კლოუნადას ორგანიზებას უწევდა

აუცილებლად მიმაჩნია, მივმართოთ ბელგიის შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ, ხელისუფლება რამდენად არღვევდა საერთაშორისო ვალდებულებებს , როდესაც საქართველოს უშიშროების სამსახური ამ სამარცხვინო კლოუნადის ორგანიზებით იყო დაკავებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ლიეჟში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საბიუჯეტო თანხებს ხარჯავს, რომ გაურკვეველი ჯგუფები გააგზავნოს ლიეჟში და პროვოკაციები მოაწყოს.

„გუშინ რაც ჩვენ ვიხილეთ, იყო ძალიან სამარცხვინო ფურცელი ჩვენს უახლეს ისტორიაში. ვნახეთ, რომ თქვენი ხელისუფლება საბიუჯეტო თანხებს ხარჯავს იმაში, რომ საქართველოდან „ზონდერ-ჯგუფები“ და გაურკვეველი აგრესიული ჯგუფები გადაისროლოს ლიეჟში და იქ პროვოკაციები მოუწყოს საცოდავ ადამიანებს, ვინც გაქცეულები არიან ამ ქვეყნიდან და ყოველდღე გარბიან თქვენი ხელისუფლების პირობებში, რათა ლუკმაპური იშოვონ სხვა ქვეყანაში. მათ არ აძლევთ შესაძლებლობას, მშვიდობიანად განიხილონ მათთვის საჭირბოროტო საკითხები მათთვის საინტერესო პოლიტიკურ ლიდერთან“ , - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა