„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ფოლადის მილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ფოლადის მილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, შესასყიდი ფოლადის მილების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები სატენდერო დოკუმენტაციაშია მოცემული.

„ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: გააჩნდეს გარკვეული გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე. აგრეთვე, ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის რეჟიმში, მის ქონებაზე არ იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო–ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება;

არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია), რომელსაც არ აქვს გასული შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა;

გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა;

აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, შესყიდვების განყოფილება, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ასევე, კომპანიის განცხადებით, დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა გააგზავნონ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ შემდეგ მის: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.

სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 22 თებერვალი, 18:00 საათი.

სატენდერო განაცხადების კონვერტები გაიხსნება 2019 წლის 25 თებერვალს შემდეგ მის: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.

„დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ: 591 021 902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jaba.tsitsishvili@ktg-tbilisi.ge

ფოლადის მილების შესყიდვაზე სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ ლინკზე: https://www.ktg-tbilisi.ge/p/tenderebi/5125“, – განმარტავენ კომპანიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა