ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილ 43 წლის ქალბატონს აღენიშნებოდა ზურგის არეში მიყენებული ჭრილობა, პაციენტი კვლევების შემდეგ გადაყვანილი იყო საოპერაციო ბლოკში, სადაც ჭრილობა დაუმუშავდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა მარინე გელანტიამ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და უკვე მოთავსებულია პოსტოპერაციულ განყოფილებაში შემდგომი მონიტორინგისთვის. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას.

თბილისში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩაზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა