თვითმხილველები თბილისში ახალგაზრდა ქალის დაჭრის შესახებ საუბრობენ

თვითმხილველები თბილისში ახალგაზრდა ქალის დაჭრის შესახებ საუბრობენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები არ არის და მხოლოდ საწყობებია.

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარება დაახლოებით ხუთ წუთში მივიდა, მამაკაცი კი გაიქცა.

„კივილი რომ გავიგონეთ, გავიქეცით და დავინახეთ, რომ ასეთი სიტუაცია იყო“, - აღნიშნავს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგურის მეთვალყურე.

შემთხვევა ხოშარაულის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ დაჭრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დამ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა