არჩილ თალაკვაძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროექტის გადადების ინიციატივაზე - მე უზრუნველვყოფ, რომ ამ საკითხზე უმრავლესობაში სათანადო მსჯელობა გაიმართოს

მე უზრუნველვყოფ, რომ ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით სათანადო მსჯელობა გაიმართოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროექტის გადადების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

,,ჩემი მოვალეობაა, მოვისმინო ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა არგუმენტი, გავმართო მსჯელობა და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ეს პროცესი წინ გვაქვს. ჩვენ მხარს დავუჭერთ მხოლოდ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდას, სასამართლოს ეფექტიანობის გაუმჯობესებას, შესაბამისად, ეს ინიციატივაც ამ ჭრილში განიხილება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ვანო ზარდიაშვილის მიერ გამოთქმულ შეფასებებს, რომ კანონპროექტი დამწყები იურისტების მიერაა მომზადებული, თალაკვაძემ უპასუხოა, რომ კოლეგებს შეურაცხყოფას არ მიაყენებს. „მე უზრუნველვყოფ, რომ უმრავლესობის შიგნით პროცესები საქმიან და პატივისცემით გამსჭვალულ გარემოში განვითარდეს. ჩემგან ვერ მიიღებთ ისეთ კომენტარს, რომელიც ჩემი რომელიმე კოლეგის ღირსებას, ინტერესებს ან დამოკიდებულებებს შეურაცხყოფს", - დასძინა დეპუტატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა