ანონსი  12 თებერვალი

12 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგისა ცენტრი (EMC) გამართავს საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს შრომითი მედიაციის მექანიზმზე მრავალწარმომადგენლობითი დიალოგი: დაბრკოლებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციებზე შეჯერება“.

საკონტაქტო პირი სალომე აჩბა - 593 73 75 03

12 თებერვალს, 10:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

თბილისი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“

12 თებერვალს, 10:30 საათზე, პრესკლუბ "მედიარუმში" "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის გიგა შუშანიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემები.

მის.: ქუთაისი, გიორგი ჯიბლაძის ქ. #8 ("ქუთაისი პოსტის" ოფისი)

12 თებერვალს, 10:30 საათზე, გარემოსდაცვითი ექსპერტები აკაკი ფანჩულიძე და გიორგი დარსაველიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: უმსხვილესი პროექტები, რომელებიც გარემოზე ნეგატიურად მოქმედებს და სახელმწიფო, რომელიც ამგვარ პროექტებს საჯარო განხილვებისა და გარემოზე ზემოქმედების პროცედურებისგან ათავისუფლებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12 თებერვალს, 11:00 საათზე, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მფლობელი კომპანიის „სი-ბი-ეს ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ყაზტრანსგაზში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ, ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

მის.: მეგრელიძის ქ. #16

12 თებერვალს, 11:00 საათზე, მცხეთის მოსახლეობა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მორატორიუმი და დაპაუზებული მცხეთა; მცხეთის განვითარების გენერალური გეგმა, რომელზეც ათასობით ლარი განიავდა, იგივე ჯგუფმა მილიონიანი ტენდერი ისევ მოიგო - ისტორიული ქალაქი თუ ბიზნეს ჯგუფის ინტერესები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12 თებერვალს, 11:00 საათზე, ''ევროპული საქართველოს'' წევრი ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

თემა: ინიციატივა რეპრესირებულთა შესახებ.

მის.: ინგოროყვას ქ. N 22ი

საკონტაქტო პირი მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

12 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, პროფესორ ლადო პაპავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საპენსიო რეფორმა - საზოგადოების ნაწილის პროტესტი და გამოწვევები; განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა; დაპირისპირება მმართველ გუნდში.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: დაპირისპირება მმართველ გუნდში; სასამართლოს ირგვლივ განვითარებული პროცესები; ლიეჟში განვითარებულ მოვლენები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12 თებერვალს, 11:30 საათზე, მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მცხეთის განვითარების გენერალური გეგმა, დახარჯული ათასები და მილიონები და ნულოვანი შედეგი. დოკუმენტი, რომელიც თვითმმართველობამ ჩააგდო.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12 თებერვალს, 12:00 საათზე, გაიმართება ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსათვის“ წევრების შეხვედრა თბილისის გენერალური გეგმის ავტორთან, მერაბ ბოლქვაძესთან და თბილისის საკრებულოს წევრ რევაზ სოხაძესთან.

თემა: „მზიურის“ ტერიტორიაზე რაგბის კავშირის მიერ გასხვისებული ტერიტორიის ფუნქციური ზონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საკითხები“.

პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

12 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტში, ''ევროპული საქართველოს'' ფრაქციის ოთახში, ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: სასამართლო რეფორმა

საკონტაქტო პირი მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

12 თებერვალს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ემერიტუსი პროფესორი მზექალა შანიძე „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „ქართული ხელნაწერები - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“.

12 თებერვალს, 12:00 საათზე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისს“ ბენეფიციარებისათვის 18 კაციან სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს. პროექტის გახსნას დაესწრებიან საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფათმა ჯერენ იაზგან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნეჯლა დემირდაღი და სხვა მიწვეული სტუმრები.

(მედიის წარმომადგენლები უნდა მივიდნენ 11:45 საათზე)

მის.: ალექსანდრე მანაგაძის ქ. #21

12 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს. მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ მობრძანდეთ 12:20საათზე, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მედია წარმომადგენლების სახელები და გვარები, პირადობის მოწმობის ნომრები.

მისამართი: ათონელის ქ. N 25

12 თებერვალს, 13:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12 თებერვალს, 13:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამშენებლო კომპანიებს უახლოეს პერიოდში გამოსაცხადებელი ტენდერების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიღებენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილები და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.

მის.: რუსთაველის გამზ. N13

12 თებერვალს, 14:00 საათზე, გაიმართება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის შეხვედრა პარლამენტის აპარატის სტაჟიორებთან.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

12 თებერვალს, 15:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ორგანიზებული ფორუმი, რომელსაც სახელმწიფოს რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრებიან.

მის.: 26 მაისის მოედანი #11

საკონტაქტო პირი ანუკი ტალახაძე - 555 50 00 88

12 თებერვალს, 15:00 საათზე, გაიმართება პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ინაუგურაცია ნატოს საკონტაქტო საელჩოს რანგში.

მის.: ონიაშვილის ქ. #24 (პოლონეთის საელჩო თბილისში)

(უსაფრთხოების გამო მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა წინასწარ უნდა დაადასტურონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tbilisi.amb.sekretariat@msz.gov.pl და გამოცხადდნენ არა უგვიანეს 14:30 საათისა)

12 თებერვალს 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

12 თებერვალს, 17:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი დარბაზის საზეიმო გახსნა გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თბილისის მერიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის.: დიმიტრი უზნაძის ქ. №68

საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599139914

12 თებერვალს, 17:30 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

თბილისი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“

12 თებერვალს, 18:00 საათზე, „თიბისი არტ გალერეაში“ უშანგი ხუმას (ხუმარაშვილი) ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

მის.: მარჯანიშვილის ქ. #7; თიბისი ბანკი; მეორე სართული.

12 თებერვალს, 19:00 საათზე, მაღაზიაში „Stamba's Books _ სტამბის წიგნები“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ახალი თარგმანის, ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების _ „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ წარდგენა გაიმართება.

მის.: კოსტავას ქ. #14

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს