ვახტანგ შაქარიშვილი - იუსტიციის საბჭომ საზოგადოებისთვის იმიტირებული სასამართლოს მოწყობა სცადა, მაგრამ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებისთვის იმიტირებული სასამართლოს მოწყობა სცადა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი, - ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, რითაც სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს გუშინდელ სხდომას გამოეხმაურა. დეპუტატი აცხადებს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების მომხრეა.

„დღეს, იუსტიციის საბჭომ საზოგადოებისთვის იმიტირებული სასამართლოს მოწყობა სცადა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი! განაჩენში, რომელიც აპელაციას აღარ ექვემდებარება, შავით თეთრზე წერია, რომ ამ ცუდყოფილი ადამიანების ხელში სასამართლოს დატოვება არ შეიძლება! რა თქმა უნდა, სამართლებრივ დეტალებში არ შევალ, რადგან არც მეორე კლასელი ვარ და არც პირველკურსელი იურისტი, უბრალოდ მოცემულობის და შექმნილი ვითარების გათვალისწონებით, ორი ხელით ვემხრობი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადებას. ამის საწინააღმდეგო არგუმენტები კი, არ მომისმენია, ცუდყოფილი მოსამართლეები მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ და რამდენიმე ადამიანის სახელსა და გვარს იმეორებდნენ. თვისებრივ, უვადოდ დანიშვნაში არაფერია ცუდი, არც გარკვეული ვადით დანიშვნა არის აპრიორში ცუდი, ორივე მოდელს აქვს პლუსები და მინუსები. ბევრ ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ერთი მოდელი მუშაობს, ბევრშიც კი მეორე. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიკეთე, რომელიც მოსამართლის უვადოდ გამწესებას ახლავს თან და მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტ გარანტიებს გულისხმობს, ამ ადამიანთა დიდი ნაწილის მხრიდან (ცუდ რაღაცებს რომ სჩადიოდნენ) უფრო მათი ხელშეუხებლობის და თავხედობის გარანტიად აღიქმება და საბოლოოდ ბოროტებად გადაიქცევა! მძიმეა ამ ყველაფრის ყურება და საზოგადოების მოთმინება იწურება, გვრიტიშვილი რომ ამბობდა, დარწმუნებული ვიყავი ეკა ბესელია გაჩერდებოდაო (საინტერესოა რაზე დაყრდნობით აცხადებდა), მინდა მას და მის ჯამაათს ვკითხო - როდის დაასრულებთ თავხედობას და საზოგადოების შეურაცხყოფას?! P.S. ყოფილი “კაგებეშნიკები” არ არსებობენ! ყოფილი ზონდერები არ არსებობენ! ყოფილი „ნაცები“ არ არსებობენ! ყოფილი ცუდები არ არსებობენ!“ - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა