ეკო-გრანტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ეკო-გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დააჯილდოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში.

მათი ინფორმაციით, პროგრამას ახორციელებს CTC გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე.

„მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება ქალთა ორგანიზაციის - ქალები ქვეყნის მომავლისთვის პროექტი „ენერგიის ალტერნატიული წყაროები (ნეტო აღრიცხვა) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე გაამახვილა. აღნიშნა, რომ ქალთა ჩართულობა მსგავსი სახის კონკურსებში ძალიან მნიშვნელოვანია.

პროგრამა ორ ეტაპიანია და პირველ ეტაპზე საგრანტო კონკურსის ფარგლებში 3 პროექტი დაფინანსდა, რომლებიც წარმატებით ხორციელდება.

კონკურსის მეორე ეტაპზე 4 გამარჯვებული ორგანიზაცია გამოვლინდა: შავი ზღვის ეკო-აკადემია - პროექტისთვის “მდგრადი შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო-ტურიზმის განვითარების გზით”, მწვანე რეგიონები - პროექტისთვის ”ზემო იმერეთის მთის ტყეების შენარჩუნება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები”, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი - პროექტისთვის „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში”, ქალები ქვეყნის მომავლისთვის - პროექტისთვის „ენერგიის ალტერნატიული წყაროები (ნეტო აღრიცხვა) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა