„ევროპული საქართველო“ ტურისტულ ზონებში, სპეციალურ ფილებზე სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახელების დაწერის ინიციატივით გამოდის

თბილისში, საბჭოთა რეპრესიების ისტორიის გაცოცხლების ინიციატივით ელენე ხოშტარია კახა კალაძეს მიმართავს.

„ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ტურისტულ საფეხმავლო ზონებში, სპეციალურ ფილებზე სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახელების დაწერის იდეა ყოფილი ჩეკას შენობის წინ ბრიფინგზე გააჟღერა.

„მინდა მივმართო თბილისის მერს კახა კალაძეს, რომ ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქალაქში არ იყოს წაშლილი საბჭოთა ტერორის და საბჭოთა რეპრესიების ისტორია. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ შენობასთან, რომელიც გამოიყენებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორად, გაყავდათ ხალხი დასახვრეტად. ამ შენობაში არის შემორჩენილი კვალი, წარწერები კედლებზე და ამასთანავე, ეს შენობა ინგრევა და აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ხელს ვერ ახლებენ აქაურობას, რადგან ისტორიული შენობა არის. აუცილებელია, რომ ერთადერთი შემორჩენილი შენობის შესახებ მიღებულ იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება და შემოვინახოთ ის, როგორც საშინელი ისტორიის სიმბოლო და ადგილი", - განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში 1921 - 1954 წლებში დაახლოებით, 19 000 ადამიანი დახვრიტეს. ამ ადამიანების და მოვლენების ისტორია პრაქტიკულად დაკარგულია და ინფორმაცია ამ ისტორიულ ადგილებზე არათუ ტურისტებს, ადგილობრივ მცხოვრებლებსაც არ აქვთ.

„ასევე გამოვდივარ მეორე ინიციატივით, როგორც ევროპულ ქალაქებში საფეხმავლო ზონებში, სადაც ბევრი ტურისტი დადის ფილებზე, საფეხმავლო ბილიკებზე ამოტვიფრული იყოს სახელები და გვარები დახვრეტილი ადამიანების. მინდა, მივმართო ქალაქის მერს, ბევრი სპეციალისტია, ვინც უკეთ ერკვევა ამ საკითხებში, მათთანაც შეიძლება მუშაობა".

ელენე ხოშტარიას თქმით, „ეს შენობა მუზეუმად შეიძლება იყოს გაკეთებული". შესაბამისი განცხადებით ხოშტარია თბილისის მერიას დღესვე მიმართავს.

ინგოროყვას #22 ერთადერთი შემორჩენილი შენობაა, რომლის პირველ სართულს და სარდაფს წინასწარი დაკავების იზოლატორად იყენებდნენ. ახლა აქ საცხოვრებელი სახლებია განთავსებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა