ირაკლი ნადირაძე  მერიის მიერ 62 800 მლნ ლარის სესხის აღების გადაუდებელ აუცილებლობას ვერ ხედავს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე მერიის მიერ 62 800 მლნ ლარის ოდენობით საკრედიტო ხაზის აღების გადაუდებელ აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ ნადირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ცენტრალური და ქალაქის ხელისუფლება ერთობლივად თბილისში ეკონომიკური აქტივობას ზრდიდნენ, წლიდან წლამდე ვალების მოცულობა იზრდება.

„70 მლნ ლარზე მეტი ვალი ახლაც აქვს მერიას და დაამატებით კიდევ 62 მლნ ლარზე მეტი მოცულობის საკრედიტო ხაზს იღებენ, რაც ნიშნავს, რომ თბილისელებს კიდევ რამდენიმე მლნ ლარის გადახდა მოუწევთ, როცა ამის არანაირი საჭიროება არ იყო. კერძოდ, მერია 40 მლნ ლარს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით დაზოგავდა. ასევე, თუ ტენდერებსაც სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩაატარებენ, ათეული მილიონი ლარი დაიზოგება აქედან. ასე, რომ არანაირი გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, რომ სესხი აიღონ. საქმე გვაქვს არასწორ მენეჯმენტთან,"- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე საკითხს განიხილავს, რომლითაც მერია საკრებულოსგან 62 800 მლნ ლარის ოდენობით საკრედიტო ხაზის აღების ნებართვას ითხოვს. საკითხს დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა