დავით კირკიტაძე - დღეს ხელისუფლების ამოცანაა, დავით კირკიტაძე ციხეში იჯდეს

დღეს ხელისუფლების ამოცანაა, დავით კირკიტაძე ციხეში იჯდეს, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა კირკიტაძემ განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, მისი საქმე არის პოლიტიკური და ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

"მადლობა ყველა მეგობარს, პოლიტიკოსს მხარდაჭერისთვის. ვიცი, რაოდენ დიდია საზოგადოების ინტერესი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. სამართლებრივ ჭრილში ჩემმა ადვოკატებმა ამომწურავად ისაუბრეს, რასაც სრულად ვეთანხმები. რაც არ უნდა ეცადოთ თქვენ და მითუმეტეს, პროკურატურა, ვერ გაცდებით იმას, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური. დღეს პროკურატურის პოზიცია ჩემი გადმოსახედიდან სამარცხვინოა.

დღეს მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა სასამართლო. მოსამართლეების და სასამართლოს მხრიდან მუდმივად ვისმენთ, რომ ისინი დამოუკიდებლები არინ, მაგრამ ამას მოსამართლის ნათქვამი კი არა, მისი გადაწყვეტილება უნდა ადასტურებდეს.

დღეს ხელისუფლების ამოცანაა, დავით კირკიტაძე ციხეში იჯდეს, თუმცა მათმა მცდელობამ შედეგი ვერ მოიტანა. ეს არც ჩემი მეგობრებისთვის ყოფილა შემაფერხებელი და არც ერთს გაჩენია შიშის გრძნობა და არ შეუწყვიტავს პოლიტიკური ქმედება. არც მე შემიცვლია აზრი არც თქვენს რეალურ მმართველზე, არც დღევანდელ ხელისუფლებაზე.

ოპერაციის ხელმძღვანელი, ვინც იყო კონკრეტულ დღეს ველისციხეში, ამხანაგი კუპატაძე თანამდებობიდან მოხსნეს. ამ სასამართლოზე იქნება, თუ შემდეგზე, მოწმეები აუცილებლად დაიკითხებიან და ეს საქმე ასე არ ჩაივლის. ბრძოლას ვაგრძელებთ, ამ ხელისუფლებას ჩამოვშლით", - განაცხადა კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დაკავებული წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა.

რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება 5 000-ლარიანი გირაო გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა