გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სატყეო სექტორის განვითარებაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ხატია წილოსანი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მისიას მსოფლიო ბანკის ევრაზიის რეგიონის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების უფროსი ქსენია ლვოვსკი ხელმძღვანელობდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.

იური ნოზაძემ მადლობა გადაუხადა მისიას წლების განმავლობაში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის და სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ხატია წილოსანის განცხადებით, ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, აღდგენა და მდგრადი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ყურადღება ტყის კოდექსის ფარგლებში სატყეო სექტორის განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა.

როგორც ქსენია ლვოვსკიმ აღნიშნა, საქართველოსთან თანამშრომლობა ყოველთვის სასიამოვნო და პროექტის მიზნების შესაბამისია, რაც რეგიონში განხორციელებული პროექტების შედეგებით დასტურდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა